"ქართული ოცნება“ თუ პოლიტიკური რუკიდან გაქრება, ეს საქართველოსთვის შვება იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის  განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური რუკიდან გაქრება, ყველასთვის კარგი იქნება.

მისი თქმით, მმართველი პარტია იშლება და ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

“ქართული ოცნება” იშლება. ეს არის ღია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ძალიან კარგი რომ იშლება. უფრო მეტად თუ დაიშლება, უკეთესი იქნება. საერთოდ თუ გაქრება “ოცნება” პოლიტიკური რუკიდან, ეს იქნება საქართველოსთვის შვება. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და პირადი ურთიერთობებისა, ისინი არ არიან ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებმაც შეიძლება მყარი საფუძველი შეუქმნან ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს. თუ ივანიშვილი ასე თვლის, მაგას რა ჯობს”, - განაცხადა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას.