რას ამბობს დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძის გაგზავნილ პორნოვიდეოზე?

რას ამბობს დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძის გაგზავნილ პორნოვიდეოზე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მას ჯაფარიძის მიერ გამოგზავნილი ფაილი პოლიციის თანდასწრებით გახსნა.

"26-ში გვიან მოვიდა ეს მეილი პარლამენტარის ოფიციალურ მეილზე. განვაცხადე პოლიციაში. გვიან ღამე იყო, უკვე 27 თებერვალი. მოვიდა კიბერ დანაშაულის განყოფილებიდან შესაბამისი ჯგუფი, მოხდა მათი თანდასწრებით ამის გახსნა. რეაგირება მოვახდინე, ეს შემიძლია დავადასტურო. აღმოჩნდა შიგნით რომელიღაც უცხოელი პორნოვარსკვლავის რაღაც კადრები. პოლიციის თანდასწრებით გავხსენი, მანამდე არ გამიხსნია. ეწერა პირდაპირ პარლამენტარის ჯგუფური სექსიო და იქ იყო კიდე რაღაც ბმული, სადაც უნდა გადასულიყავი, რომ გენახა და არ გადავსულვარ", - ამბობს მათიკაშვილი "ტაბულასთან".

მოძრაობა "გირჩის" ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის დეპუტატებს პორნოვიდეოს ბმული გაუგზავნა. ის აქვეყნებს სქრინშოთს, რომელზეც პარლამენტარების დავით მათიკაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და ვანო ზარდიაშვილის სავარაუდო სამუშაო მეილებია გამოსახული.

ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა არა მხოლოდ მიიღო ბმული, არამედ ჩამოტვირთა და უყურა კიდეც.