ჩუღურეთის რაიონში გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო-სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ივერთუბანში, მახათას ქუჩის პირველ და მეორე შესახვევში, 2500 კვადრატულ მეტრზე, გზის მოხრეშვა მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლისთვისაც ჩუღურეთის გამგეობიდან 45 000 ლარი გამოიყო, მარტის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბი ემ სი“ ასრულებს.