"2016 წელს მივიღეთ ახალი სახეები, რომლებმაც დაანგრიეს "ოცნება" და შიგნიდან დაიწყეს რყევა"

"ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან, ჩემი კონფლიქტი არის "ქართულ ოცნებაში" შემოსული "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

„წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც სხვადასხვა პარტიისგან შექმნილი კოალიციით მოვედით, არასოდეს ყოფილა კონფლიქტური კერები შიგნით. ეს გაჩნდა ამ მოწვევის პარლამენტში და გაჩნდა იმიტომ, რომ სულ სხვადასხვა ღირებულებების მქონე ადამიანების თავმოყრა მოხდა და ხელოვნურად ვერ გაზავდა ეს სხვადასხვაობა. მე არ მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი. თუ ვინმეს ჰგონია და ამით იმშვიდებს თავს, ისინი ცდებიან.

მე მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება და ის ადამიანები, რომლებმაც შიგნიდან დაიწყეს "ქართული ოცნების" ნგრევა და რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პირად ინტერესებზე უნდა მოერგოთ პარლამენტში საკუთარი შესაძლებლობები, ამ ადამინებს თავისი ადგილი ექნებათ. ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან, ჩემი კონფლიქტი არის "ქართულ ოცნებაში" შემოსული "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან. ვინც ასეთად მიიჩნევს თავს, მან მიპასუხოს, ვინც ასეთად არ მიიჩნევს თავის თავს, ის დამშვიდდეს და ნუ დაიღლება ჩემთან ოპონირებით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას ასევე აცხადებს, რომ ახალ სახეებთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან, მისი თქმით, "ქართული ოცნება" სწორედ იმ ახალმა სახეებმა დაანგრიეს, რომლებიც 2016 წელს მიიღეს. ბესელია ფიქრობს, რომ მათგან ბევრი 2020 წლის საარჩევნო სიაში აღარ იქნება.

"ახალ სახეებს ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, თორემ 2016 წელს მივიღეთ ახალი სახეები, რომლებმაც დაანგრიეს "ქართული ოცნება" და შიგნიდან დაიწყეს რყევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.