რას არ აკეთებს „ქართული ოცნება“ თუ რაშია განსხვავება, ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, ამიტომ უნდა გამოვეყოთ „ოცნებას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჟოროლიანმა განმარტა, უმრავლესობაში მათი ყოფნის რესურსი პრაქტიკულად იწურება. ამასთან, დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ ითანმშორმლებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“.
„ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძალიან ინერციულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება ხდება ერთ ადგილზე და რადიკალური ცვილებებია განსახორციელებელი. ბიუჯეტთან დაკავშირებით მივმართეთ, თუმცა არ მოხდა ჩვენი წინადადების დაკმაყოფილება. ჩვენ მოვითხოვთ, რევოლუციურ ცვილებებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში. რას არ აკეთებს „ოცნება“, თუ რაშია განსხვავება ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, ამიტომ, უნდა გამოვეყოთ „ოცნებას“. დარჩენილია ტექნიკური გაყრა დანარჩენი გადაწყვეტილია. არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, დანარჩენ ყველა ჯგუფთან ვითანამაშრომლებთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.