ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას დათანხმდა.
”სალომე ზურაბიშვილი თუ არ გიყვარს, საქართველოს, შენს სამშობლოს არ უნდა გაუკეთო სალომეს სიძულვილის გამო სიბოროტე.
ადამიანი (თუ ადამიანთა ჯგუფი, როგორც არის), რომელსაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია და რომელიღაც პარტიის თავმჯდომარე დაირქვი, რომ ავრცელებ შენს მოღალატე ტვინში ადუღებულ-მოდუღებულ “ინფორმაციას”, თითქოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანს დავით გარეჯა აჩუქა, უნამუსო კი არა ხარ, ხარ მოღალატე!
მოღალატეებს კი დიდი მეფეები ასაჭურისებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ენას გლეჯდნენ!”, – წერს დარეჯან მეფარიშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძემ გუშინ განცხადება გააკეთა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დროს ბაქოში, განაცხადა თანხმობა საზღვრის დემილიტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე. ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს. „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი, არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კულუარული პროცესების შემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ გადაწყვეტილების მიმრები პირი. ადამიანი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვერ ბედავს პოზიციის გამოხატვას, ბუნებრივია ვერ იქნება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის ერთპიროვნულად გადამწვეყი პირი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად და ახლა მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადა თენგიზ ომანიძემ.