დღეს უამრავი მილოცვა მივიღე, ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს

დღეს უამრავი მილოცვა მივიღე, ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს უამრავი მილოცვა მივიღე. უამრავი კეთილი და თბილი სიტყვა. ჩემი ოჯახის მერე ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია და რასაც მივაღწიე –ეს თქვენი სიყვარული და თანადგომაა.მე ამ განძს ვუფრთხილდებოდი და ყოველთვის გავუფრთხილდები.

მუდამ ვეცდები სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს ის,რასაც თქვენგან ვიღებ. მადლობა ყველას!”– წერს კახა კალაძე ფეისბუქში, რომელსაც 27 თებრვალს 41 წელი შეუსრულდა.