ეს არის სპეკულაცია, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ვერ ჩაიგდებს “თიბისი ბანკს”

ეს არის სპეკულაცია, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ვერ ჩაიგდებს “თიბისი ბანკს”

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ ნანა დევდარიანის აზრით, “თიბისი ბანკი”-ს დამფუძნებლის მიმართ მიმდინარე დავასთან არანაირი საერთო არ აქვს ბიძინა ივანიშვილს და მოსაზრება, რომ მას ამ ბანკის ხელში ჩაგდება სურს, არის სპეკულაცია. ამ საკითხზე ნანა დევდარიანმა “ობიექტივი”-ს ეთერში ისაუბრა.

“სპეკულაციების თემა ხომ არ მთავრდება ქართულ პოლიტიკაში. ჩემი საადვოკატო რა აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ვერ ჩაიგდებს “თიბისი ბანკს” იმიტომ, რომ მისი უმსხვილესი აქციონერები არიან მსოფლიოში უმსხვილესი ბანკები,  “ჯეიპი მორგანი” და ჩეისი, არ მგონია რომ ამ ბანკებს სურდეთ ის, რომ ვიღაცას ჯიბეში ჩაუსრიალონ თიბისი ბანკი.

ეს არის შემოგდებული თემა, პირველი შემთხვევაა, რომ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები, გუშინწინ თვითონ რომ ანადგურებენდნ ადამიანს, დღეს გამოდიან მისი დამცველის პოზიციაში?

არც მამუკა ხაზარაძის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე სააკაშვილის დროსაც იყო აღძრული, თუ დასაჭერი იყო რატომ არ დაიჭირეს, და თუ არ დაიჭირეს, რატომ არ დაიჭირეს, ის მიზეზი მაინც თქვან”– განაცხადა ნანა დევდარიანმა.