„მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი - „ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“  Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია

„მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი - „ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“  Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია

სასტუმრო „პარაგრაფს“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილს „მარიოტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ლაისენსი  ულოცავს.

„ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“  Autograph Collection-ის ბრენდის ნაწილია.  გახსნის დღიდან,  1 წლის თავზე, ამ სასტუმრომ  დაუჯერებელ წარმატებას  მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს" -  აცხადებს ჯონ ლაისენსი.

მისი თქმით, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია.

„პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე  დაუვიწყარ  შთაბეჭდილებას ტოვებს,  რაც   „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელი  მომსახურების  სერვისისა  და   ქართული სტუმარ- მასპინძლობის დამსახურებაა“ - განაცხადა ჯონ ლაისენსმა.

https://wetransfer.com/downloads/1a6a103563a62a8ff55532df58f47e0c20190223171731/4982e5