კატეგორიული წინააღმდეგი არ ვართ... თუ შეაგროვებენ ხელმოწერებს, განვიხილავთ

კატეგორიული წინააღმდეგი არ ვართ... თუ შეაგროვებენ ხელმოწერებს, განვიხილავთ

დაუჭერს, თუ არა მხარს მმართველი გუდი 20 ოპოზიციური პარტიის მთავარ მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაშინ, როდესაც, ოპოზიციის მტკიცებით, „ოცნების“ 78 დეპუტატი თავად ითხოვდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოცნების“ უმრავლესობა მომხრე იყო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების, თუმცა თავად ოპოზიცია არ ჩაერთო ამ პროცესში, დღეს კი მათთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ბრალი წაუყენონ „ოცნებას“.

„ჩვენ არაფრის კატეგორიული წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეაგროვებენ ხელმოწერებს და დადგება განხილვის საკითხი, განვიხილავთ, ეს საპარლამენტო პროცესია. თუმცა, დამატებითი არგუმენტები ამ საკითხთან მიმართებაში მათი მხრიდან არ ჩანს.  ოპოზიციისთვის მთავარია რაც შეიძლება მეტი ბრალი წაუყენონ „ოცნებას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.