ჯერ ნუ ვინერვიულებთ. ვინერვიულოთ მაშინ, როცა საფუძველი გვექნება,

ჯერ ნუ ვინერვიულებთ. ვინერვიულოთ მაშინ, როცა საფუძველი გვექნება,

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასიის მორიგი შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლმა გრიგორი კარასინმა სკანდალური განცხადება გააკეთა - იგი „ქართველ კოლეგებს უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ“ აფრთხილებს. რა ჰქონდა მხედველობაში, რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია.

როგორც იკითხება დიპლომატიურ ენაზე კარასინის ეს განცხადება? საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, თუკი რუსმა დიპლომატმა მოლაპარკების დაწყების წინ ამით ქართველი კოლეგის დაძაბვა სცადა, არასწორი გათვლა ჰქონია.

„ამის  გარშემო ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებთ, რადგან მას არ განუმარტავს რა იგულისხმება „მოულოდნელ უსიამოვნებებში“. თუ რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიტყვები ჰაერში ნასროლია. ამიტომ ჯერ ნუ ვინერვიულებთ. ვინერვიულოთ მაშინ, როცა საფუძველი გვექნება.

„თუ კარასინი ამ განცხადებით გულისხმობდა, რომ ქართული მხარის წარმომადგენლებს ფისქოლოგიურ სიმყარეს შეურყევდა, ტყუილი იმედია, ჩვენი დიპლომატები საკმაოდ გამოცდილები არიან. ასეთ სტარტეგიას კი - მოლაპარაკების წინ დაძაბოს მოწინააღმდეგე - არ იყენებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ირაკლი მენაღარიშვილმა.

 

ბ ა ტ ო ნ ი 420 გვაშინებენ!
გვაშინებენ!
ცხინვალში კი სროლებია,
ორი კვირა იმას ვარჩევთ,
ეკას რა ყლე სდომებიაა
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 .......................................
გადამრიე! გადამრიე!
ჩაიხადე შარვალი!
ტიტლიკანა მახინჯი ხარ,
ჩახდილი კი რას გავდი?
გადაგვრიე!
გადაგვრიე!!!
6 წლის უკან