არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველო-სოციუმი“ გურიის რეგიონში კვლევა ჩაატარა. მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების დამოკიდებულების შეფასება უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში. კვლევაში ხუთი სოფლის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან 120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კითხვას – რომელი პროფესია არის მათთვის ყველაზე პოპულარული – 13, 14, და 15 წლის ბავშვების უმეტესობამ უპასუხა, რომ ყველაზე პოპულარული პენსიონერობაა.
„მასწავლებლობაა კარგი, მაგრამ გვეუბნებიან, დაბალი ხელფასი გვაქვსო, ალბათ, ყველაფერს პენსიონერობა ჯობია“, – ასეთია ბავშვების უმეტესობის მოსაზრება. მიზეზად გარანტირებულ „ანაზღაურებას“ ანუ არსებობისთვის საჭირო თანხის მოპოვებას ასახელებენ.
გამოკითხულთა 82% პენსიონერობას ირჩევს, 8% აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, 2% სახელობო პროფესიების შესწავლას გეგმავს, 7%-მა აღნიშნა, რომ კერძო სამეწარმეო საქმიანობით დაკავდება, ხოლო დანარჩენს გადაწყვეტილი არ აქვს იზრუნებს, თუ არა უმაღლესი განათლების მიღებაზე. ისინი მიზეზად ოჯახებში მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებენ.