უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც. არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.