ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ხუდადოვის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 60 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ბი ემ სი“ ასრულებს.