"ჩვენ გვყავს გამორჩეულად უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტებით „ჟონგლიორობს“ და ატყუებს საზოგადოებას"

გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, გამორჩეულად უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტებით „ჟონგლიორობს“ და ატყუებს საზოგადოებას, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ქვეყანას გამართული კონსტიტუცია აქვს.

გიგი უგულავას განცხადებით, უმრავლესობას დათმობა მოუწევს, რადგან მოსახლეობის აზრი ოპოზიციის მხარესაა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. რა შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების პოზიციას, რომ 2016-2017 წლებში, მაშინ როცა საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა პროპორციულ სისტემას, უგულავა ასე პასუხობს:

„მსგავსი რამ 2016 წელს არ ყოფილა. ეს იყო მაშინ „ქართული ოცნებისგან“ თამაში და „ქართული ოცნება“ მაშინ არ აპირებდა არაფერს. მე შეგახსენებთ, განსხვავებით ნებისმიერი წინამორბედი მთავრობებისგან, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გაცილებით მაღალი იყო, იმიტომ რომ შეგვიძლია ვნახოთ მათი 2012 წლის საარჩევნო ბუკლეტები, სადაც შავით თეთრზე წერია გამარჯვებისთანავე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. უტიფარი, მატყუარაა კობახიძე. კობახიძის მიერ ერთპიროვნულად მიღებული, თურმე ისტორიაში „საუკეთესო კონსტიტუცია“ დევს ერთ მხარეს და მეორე მხარეს იდება საქართველოს მილიონი მოქალაქის ხელმოწერა. მერე თავად განვსაჯოთ, რომელს უფრო მეტი ფასი ექნება - კობახიძის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ „საუკეთესო კონსტიტუციას“, თუ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, რომელიც ერთხმად იტყვის, რომ კმარა ეს სისტემა! ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, ყველა კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. უგულავა მაჟორიტარებს ფეოდალებსაც უწოდებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარ რაიონებს „ძიძგნიან“.

“საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აკვირდება, როგორ ძვირდება ცხოვრება, როგორ ძვირდება პროდუქტები, სიგარეტი, მედიკამენტები აკვირდებიან უფუნქციო მთავრობას, აკვირდებიან სრულიად უტიფარ და ჩამოშლილ უმრავლესობას, აკვირდებიან სრულიად პოლიტიზირებულ და გაავებულ პროკურატურას და კოლაფსამდე მისულ, აბსოლუტურად დელიგიტიმირებულ სასამართლოს. ამასთანავე, აკვირდებიან კორუფციაში ჩაფლულ ადგილობრივ თვითმმართველობას. აი, ეს არის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოში არის და რომელსაც ემატება ერთი კაცის ნებასურვილზე მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამის შეცვლის ერთადერთი წინაპირობა არსებობს - ეს არის პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოში ეკონომიკას და პოლიტიკას უკავშირდება, სათავეს იღებს შერეული, არსებული სისტემიდან, რომელიც საქართველოში 90 -იანი წლებიდან მოქმედებს. ეს არის სისტემა, რომელშიც გამარჯვებული აუცილებლობით ანადგურებს დამარცხებულს, ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს კონსენსუსი, ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს შეთანხმება, ეს არის სისტემა, სადაც გამარჯვებული კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული უნდა იყოს ანუ, მოიპაროს დამატებითი ხმები და სანამ ეს იქნება, მანამდე ჩვენ ვიტრიალებთ წრეზე და არ გვექნება განვითარების პერსპექტივა. ეს არის განვითარების ერთადერთი გზა და ხელისუფლების არგუმენტი აქ არის აბსოლუტურად უსუსური. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება გვეუბნება, 2024 წელს კი ბატონო, მაგრამ 2020-ში არა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერავის აუხსნის 2024 წელში თუ არის სიკეთის მომტანი, რატომ არის ის 2020- ში ბოროტების მომტანი.

ხალხის მოთმინების ფიალა ავსებულია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ივანიშვილი მესამე ვადით. საქართველოს მოსახლეობას მესამე ვადით არავინ აურჩევია და იმისთვის, რომ ივანიშვილი არ მივიღოთ მესამე ვადით, ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნები. პროპორციულ არჩევნებში გამარჯვება შესაძლებელი იქნება ფორმულით - ყველა მინუს ივანიშვილი. აი, ეს არის ის, რის გამოც ერთიანდება უამრავი პარტია, პრაქტიკულად, ყველა მოქმედი არასამთავრობო ორგანიზიაცია. მე შეგახსენებთ, რომ ყველა კვლევით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას. უდიდესი უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცნობს თავის მაჟორიტარს. ჩვენ ვხედავთ, რომ მაჟორიტარები არიან ფეოდალები, რომლებიც ძიძგნიან ნაწილებად რაიონებს, ამიტომ ამ სისტემიდან გასვლა არის პირდაპირ კავშირში ადამიანების კეთილდღეობასთან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ.

 

   

სოციალისტი ესეც რომ ვინმეზე რაიმეს იტყვის! რატომაა უმწიფარი მისი ცოლი საქართველოში რომ მშობიარობს და ანგელოზ ბავშვებს აჩენს ? ბიუჯეტიდან ფულს, მილიონებს რომ არ იპარავს და თავისიანებს არ ურიგებს?
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ორი სიტყვით გეთქვა, მაგარი ყლეათქო რა............
6 წლის უკან