მინდა ქალი ტანადი და სრული, დიდგვაროვანთა შთამომავალი

მინდა ქალი ტანადი და სრული, დიდგვაროვანთა შთამომავალი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე როგორც დღეს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ლექსებს წერს. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ თალაკვაძის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც  „მარტოსული პოეტის ქორწინება“ ჰქვია.

„ალბათ ასეა,

დროა, უკვე ცოლი შევირთო.

ალუჩას სოფლად რა ხანია

შვილი გაუჩნდა…

ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა

გაზაფხული.

მე მინდა ქალი ტანადი

და სრული,

დიდგვაროვანთა შთამომავალი,

თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,

რომელიც ქრის

მხოლოდ ერთი მიმართულებით:

რომ მარტოობა არის ჩემთვის

თავადის ასული“.

როგორც ირკვევა, არჩილ თალაკვაძეს ლექსების კრებულიც ჰქონია გამოცემული, სახელწოდებით “ლირიკული ლარნაკი”.

სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის ლექსს აქტიურად განიხილავენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ კაცი, რომელიც ამ ლექსს გამოაქვეყნებს, ცოდოა.

„კაცი რომ ამას დაწერს, რა უჭირს ახლა, იბაჩუნოს თავისთვის.

კაცს რომ ეს საოცრება ლექსი გონია, იმას ნამდვილი ლექსი წაკითხული არ უნდა ქონდეს.

აი, კაცი რომ ამას გამოაქვეყნებს, ის ცოდოა.

"ლექსი" არჩილ თალაკვაძისა, კრებულიდან “ლირიკული ლარნაკი” (აქაც რო ალიტერაცია ჩაუდია)“.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „რა დროს დავიკელი? მგონი, მე მითხოვდა “

ირინა სარიშვილი : "ეს კაცი ჩემთვის მინდა, თან წონაში მომატებული ვარ“.

ელისო კილაძე: „პუბლიკა შოკშია“

"არ უნდა იყოს მისი დაწერილი, ჩაუდეს ალბათ; წმენდა მიდის პარტიაში, აგერ ნახავთ თუ პლაგიატი არ დააბრალონ და გადააყენონ. რომელიღაც უცოლო პარალმენტარის დაწერილს ჰგავს, შეიძლება გამოთვლა “

„არადა, როგორც პოეტი თალაკვაძე გაცილებით ჯობს მოქალაქე თალაკვაძეს... პოლიტიკოსზე აღარაფერს ვამბობ“

„არადა გულით აქვს ნათქვამი! ქალი მინდაო, ტანადიო. დიდგვაროვანიო, თამარიო! ხვდებით? სად ჩაარტყა! არჩილ-შოთა თალაკვაძე“

სოციალისტი სარიშვილი, ჟორჟოლიანი.! ეს თქვენ არ გეხებათ - არჩილმა თქვა ქალი მინდაო, ქალიო! )))
6 წლის უკან