უმრავლესობიდან კობა ნარჩემაშვილიც მიდი

უმრავლესობიდან კობა ნარჩემაშვილიც მიდი

 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, "სოციალ-დემოკრატების" წევრი, შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი უმრავლესობას ტოვებს.

დიდი ალბათობით, ნარჩემაშვილთან ერთად, უმრავლესობიდან "სოციალ-დემოკრატები-ქართული ოცნების" კიდევ რამდენიმე წევრი წავა.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა  "2020NEWS“ - თან საუბარში განაცხადა, ისინი ამ დღეებში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, რომელთა მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული მათი საბოლოო გადაწყვეტილება.

"იქ, სადაც ხარ, როგორც წესი, ნაკლები შენიშვნები და აცდენები უნდა გქონდეს ხედვებთან დაკავშირებით და თუ ეს აცდენები სერიოზულია, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობა დატოვო. მიმდინარეობს ამაზე კონსულტაციები. ეს პროცესები დამოკიდებულია რამოდენიმე კანონპროექტზე, რომლების ინიცირებასაც მომავალ კვირაში ვაპირებთ. მათ შორის არის საპენსიო რეფორმა და თუ მხარდაჭერა არ ექნება ჩვენს ინიციატივებს, მივიღებთ უმრავლესობიდან გასვლის საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა "2020NEWS"-თან კობა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს.

საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით კი, მმართველი გუნდის დატოვებისათვის კიდევ რამდენიმე დეპუტატი ემზადება.

წასვლაში "ეჭვმიტანილები" არიან გია ჟორჟოლიანი, რუსლან პოღოსიანი, მირიან წიკლაური, ზვიად კვაჭანტირაძე და ოთარ ჩრდილელი.