საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა დაბეზღებით არის დაკავებული და თანაც პარტიის თავმჯდომარეს ინფორმაციას დეპუტატებზე დამახინჯებულად აწვდის. მისი თქმით ერთ-ერთ სხდომაზე ივანიშვილს წამოსცდა კიდეც და კობახიძეს ჰკითხა - „ამაზე რას მეუბნებოდი, რა თქვაო?“ და ერთ-ერთ დეპუტატს გახედა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მაშინ ყველა მიხვდა, რომ ივანიშვილმა მათი საუბრის შინაარსი კობახიძისგან იცოდა.
„ბიძინა ივანიშვილთან გადაკეთებული ტყუილი ამბები მიაქვს. ივანიშვილს ეს სხვადასხვა სხდომებზეც წამოსცდენია - შეუხედავს კობახიძისთვის, ან რომელიმე დუპტატისთვის და უთქვამს, რაო ამან, რა თქვაო? სულ ზეპირად იცოდა, ვინ რას ლაპარაკობდა. თან კობახიძეს იმოწმებდა, ეს კიდევ წითლდებოდა.
„ძალიან ბევრ რამეს უღირსს სჩადის, რაც ჩვენი ხასიათისთვის მიუღებელია. კაცი ენის მიმტანი იყოს, ვინმეს სადმე გაუგონია? თუ კობახიძის გადაყენებით საქართველოს პარლამენტარები გაზაფხულს მიულოცავენ და პოლიტიკიდან გაუშვებენ, ყველაზე დიდი სიკეთე „ოცნებისთვის“ ეს იქნება“, - აცახდებს ჭიჭინაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ახლა „ოცნებაში“ უკვე ყველა მიხვდა, რომ კობახიძე ის ადამიანია, ვინც ივანიშვილთან ტყუილი ამბების მიტანით არის დაკავებული.