,,გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი” - ქართველი ემიგრანტი

,,გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი” - ქართველი ემიგრანტი

გერმანიაში მცხოვრები გიორგი ქადაგიშვილი წერს, რომ საქართველოში მონურად მუშაობაში 350 ლარს იღებდა, გერმანიაში კი არაფრის კეთებაში 800 ევროს უხდიან.

"ეს იცით რა არის? ეს უბრალო 800 ევრო არ არის, ეს არის მრავლისმთქმელი ფულის კუპიურები, ფაქტობრივი მტკიცებულება არსებული რეალობისა და კიდევ იმ ილუზიისა, რაშიც ქართველებს ასულდგმულებენ, ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი თანხა, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია და თუ როგორ და რატომ ეხლავე მოგახსენებთ.

ამ თანხას, ანუ ქართულ ხალხურად რომ ვთარგმნო, 2400 ლარს მე გერმანიის ხელისუფლება ყოველთვიურად მიხდის და იცით, რაში? არაფერში. აი, ასე არაფრის კეთებაში გერმანელები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველთვიურად მიხდიან 2400 ლარს. მანდ 13 საათი ვირივით რომ ვმუშაობდი, მონად, რამდენს მაძლევდა საქართველოს ხელისუფლება, იცით? 350 ლარს, 13 საათიან სამუშაო დღეში თვიური ხელფასი მქონდა 350 ლარი".

 

სოციალისტი ათასჯე დავწერე და დავაფიქსირე, მთელს დასავლეთს, ევროკავშირ, მათ შორის გერმანიასაც გამოუცხადებელი ომი აქვთ საქართველოსათან. სულ იმის მეცადინეობაში არიან როგორ წაშალონ ეს ქვეყანა, როგორ გაასულელონ ქართველები, როგორ დაცალონ საქართველო ავტოქოთნური ერისაგან! ახლა ამას რომ წაიკითხავს იმ 100 კაციდან რომელიც გერმანიაში ემიგრაციაზე მანამდე არ ფიქრობდა 80 ჩემოდანის სათხოვრად წავა ნათესავ-მეზობლებში!
6 წლის უკან