"გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უარის თქმა კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, რომ დამყარებულია ერთპიროვნული რეჟიმი“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან გათვალისწინებული იყოს მოქალაქეების არჩევანი.

ამის შესახებ ვაშაძემ, „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20 ოპოზიციური პარტია არის შეკრებილი.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერაში ეჭვი არ შეაქვს და აღნიშნულთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

“20 პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული დაიწყებს მოძრაობას, რომლის მთავარი მზიანიც არის შეცვალოს საარჩევნო სისტემა საქართველოში, გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა და მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მოქალაქეს შეუძლია იკითხოს, რა თამაშებია, რაში გვაინტერესებს და ჩვენს ცხოვრებაზე როგორ აისაცება? ცხოვრებაზე ეს შემდეგნაირად აისახება - არ შეიძლება ქვეყანაში არ გვქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური პარლამენტი და არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება, ამის ქვაკუთხედი არის მოქალაქის ნების გამოხატვა. ნორმალური პარლამენტის და პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთია მიკროფონი და თავის ბიზნესინტერესების ლობირების გარდა არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის ადგილზე დასმული, როგორც ტომის ბელადი. ხალხში მხარდაჭერა იქნება, იმიტომ, რომ ყველა ხედავს - 28 წელიწადია, დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე და ისევე, როგორც ამ დარბაზში შეკრებილ ადამიანებს, ისე საქართველოს რიგით მოქალაქეებს მობეზრდათ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ამიტომ, მხარდაჭერის მხირვ, არავითარი ეჭვი და არც პესიმიზმი არ გაგვაჩნია.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ამ მოსაზრებას გაიზიარებს, აქ უკვე ძალიან დიდი ეჭვები გვაქვს, თუმცა, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უარის თქმა 500 ათასი მოქალაქისთვის, თუმცა გაცილებით მეტი გვექნება, კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მოკავშირეებს, იმას, რომ ამ ქვეყანაში არის დამყარებული ერთპიროვნული რეჟიმი, პატარა ცახესი აზის საქართველოს თავზე, რომელიც აკნინებს ყველა ინსტიტუტს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის შეცვლისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ოპოზიციამ მილიონი ხელმოწერის შეგროვება დაიწყო.

ხელმოწერების ფართომაშტაბიან პროცესში სლოგანით - "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისათვის“, 20  საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიაა ჩართული.

 

 

dima სასწრაფოდ მისაღებია ლუსტრაციის კანონი,რომ ამ კგბ-შნიკებისგან დავისვენოთ!!!
6 წლის უკან
სოციალისტი ეს გაუგებარი რაღაც წარმინაქმნები რა ნიშნით ატარებენ პოლიტიკური პარტიის სტატუსს??!!
6 წლის უკან
tngh მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება პირდაპირ გამოიწვევს ვაჭრობის გაჩაღებას საარჩევნო სიის ადგილებზე... რეგიონები კი საერთოდ მოწყვეტილნი აღმოჩნდებიან ცენტრისაგან... ამ პარტიების დემაგოგიური მოწოდებები საქართველოს შემდგომი დაშლისაკენ არის მიმართული. პირადა მე, არ შევუერთდები ამ მოთხოვნას და ჩემს ახლობლებსაც იგივეს ვურჩევ!!!
6 წლის უკან