“სულ სხვა ჟანრშია… ის არაა ნიკა გვარამია…” – “დასკვნები თქვენ გააკეთეთ…”

“სულ სხვა ჟანრშია… ის არაა ნიკა გვარამია…” – “დასკვნები თქვენ გააკეთეთ…”

გუშინდელი სატელევიზიო გადაცემის “არჩევანი” სტუმარი პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია გახლდათ, სადაც მან გიორგი გაბუნიასთვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ რეზონანსულ თემაზე ისაუბრა.

ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის გამართული გუშინდელი ინტერვიუ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შეაფასა:

“ეკა ბესელიას სრული ანატომია დაიდო. აწი დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

გიორგი გაბუნია არ ჩხუბობს ეთერში, მას არ მიყავს ჰარდთოქი. ის სულ სხვა ჟანრშია. ის არაა ნიკა გვარამია. ის აცლის რესპონდენტს, უპასუხოს მის მთავარ კითხვებს ვრცლად და საფუძვლიანად და აცლის, სრულად “გაშიშვლდეს” თქვენს წინაშე. ეს ხან კარგად გამოსდის, ხან ნაკლებად. დღეს იყო იდეალური”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.