ზანაქიძეებში 500 გრძივი მეტრი გზა და 35 მეტრი ფერდსამაგრი მოეწყო

ზანაქიძეებში 500 გრძივი მეტრი გზა და 35 მეტრი ფერდსამაგრი მოეწყო

სოფელ ზანაქიძეებში შიდა სასოფლო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა. 500 გრძ. მ. გზის პარალელურად, გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთზე 35 მეტრი სიგრძის ფერდსამაგრი კედელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „აკო777“ განახორციელა. პროექტის შესრულებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 54 737 ლარი გამოიყო.