ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო სისხლის ბანკის "ჰემა 2012" მიერ ორგანიზებულ აქციაში.
ღონისძიება მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ჩატარდა, მოხალისეებს უფასოდ გაუკეთდათ ანალიზები ინფექციებზე - ბ და ც ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი.