ეხ, პეტრე, პეტრე მართლა რა გიჟი ჰყავხარ გამჩენს

ეხ, პეტრე, პეტრე მართლა რა გიჟი ჰყავხარ გამჩენს

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის პოსტი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

 “დეკანოზმა მამალაძემ წერილი დაწერა და ოთხ მეუფეს გაუგზავნა. დეკანოზის ძმასაც აქვს ეს წერილი. ისეთები წერია, მეორედ მოსვლა დაიწყებაო, – აცხადებენ ისინი, ვინც წაიკითხა ან ვისაც წამკითხველმა მოუყვა წერილის წინაარსი.

საპატრიარქოში აცხადებენ, – გამოაქვეყნეთ წერილი, ჩვენ შანტაჟს არ ავყვებითო. დეკანოზის გულშემატკივრები ამბობენ, – არ შეიძლება ამ წერილის გამოქვეყნებაო.

საპატრიარქო პასუხობს, – გამოაქვეყნეთო.

არ აქვეყნებენ…

პეტრე ცაავა ამბობს, – მძიმე სულიერ მდგომარეობაში დაწერა ის წერილიო.  მგონი, ეგენი აპირებენ მამალაძის გიჟად გამოცხადებას, – პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებს რომ დაასახელებს, იტყვიან, გიჟია და რა დაეჯერებაო. თან გაგიჟებაში ხელისუფლებას და საპატრიარქოს დაადანაშაულებენ.

P.S. ეხ, პეტრე, პეტრე მართლა რა გიჟი ჰყავხარ გამჩენს.”– წერს ბონდო მძინარაშვილი.