საბჭოთა ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი

საბჭოთა ოკუპაციის დღე - 25 თებერვალი

დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა რეპრესირებულთა მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გამართა საჯარო ლექცია თემაზე: "საქართველოს გასაბჭოება - 1921 წლის 25 თებერვალი", რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.