"ეს არის თავხედი ბიჭის გაკეთული განცხადება"

"მე მგონია ეს არის თავხედი ბიჭის გაკეთებული განცხადება"- ასე შეაფასა ლევან გოგიჩაიშვილმა ვანო ზარდიაშვილის განცხადება, სადაც ის განმარტავს, რომ ეკა ბესელიასა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდება.

" არ ჯდება ეს არაფერში, მით უმეტეს, როცა იცი ეს ადამიანი ვინ არის. მაგრამ ყველაზე მეტი ტრაგიზმი აქ ის კი არ არის ეს ადამიანი რას ამბობს, ყველაზე მეტი ტრაგიზმი არის ის, რომ ის იდეა რასაც ჰქვია 2012 წლის პირველი ოქტომბერი და მთელი ეს მოძრაობები არის დაკონვერტირებული ვანო ზარდიაშვილში. ეს არის ტრაგიზმი და ეს უჩვენებს, რომ სიტუაცია არ არის ჯანმრთელი. მთელი იდეის დახურდავება, აი, ამ განცხადებაში ჩანს. ეს ადამიანი გახდა დღეს მთავარი მოლაპარაკე და ეს არის ძალიან მძიმე რამ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა "რეაქციაში".