ლევან მამალაძის გამოხმაურება კობა დავითაშვილის სატელევიზიო აღიარებაზე

ლევან მამალაძის გამოხმაურება კობა დავითაშვილის სატელევიზიო აღიარებაზე

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ეხმიანება კობა დავითაშვილის სატელევიზიო გამოსვლას, რომელშიც ის იხსენებს თუ როგორ უგორებდნენ შავ პიარს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ცალკეულ ადამიანებს.

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო კობა დავითაშვილის აღიარებაზე?! TV პირველის სტუდაიში ღადაობით იხსენებს, თუ როგორ ასრულებდა სააკაშვილის დავალებას ჩემ შავ პიარზე , რაზედაც მსხვილ თანხებს ხარჯავდნენ!

სააკაშვილის ქვეშევრდომებმა, სანამ თავის თავზე არ გამოცადეს ნაცების ცოცხის ტარები, სინნულის გრძნობა არ გაჩენიათ! რამდენი ადამიანი შეიწირეს , რამდენი მოკვეთეს და რამდენი ოჯახი გააუბედურეს?! სამართლიანობის აღდგენა ისტორიას ჩაბარდა?! “– წერს ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში