მალე ხელვაჩაურში მინდია აბაშიძისა და ნინო კაკაბაძის სახელობის ქუჩები იქნება

მალე ხელვაჩაურში მინდია აბაშიძისა და ნინო კაკაბაძის სახელობის ქუჩები იქნება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ შემოტანილი ინიციატივები, რომლებიც სოფელ თხილნარში მინდია აბაშიძის სახელობის ქუჩის, სოფელ მახინჯაურში ნინია კაკაბაძის, სოფელ ვარშალომიძეებში ალი ვარშალომოძისა და სოფელ ორთაბათუმში მამია აბაშიძის სახელობის ქუჩების სახელდებას ითვალისწინებდა, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიამ განხილვის შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურს გადაუგზავნა.

განაცხადი რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეონფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად იქნა შესწავლილი.

ზემოთ აღნიშნული პირების სახელობის ქუჩების სახელდების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურმა თანხმობა განაცხადა რეგისტრაციაზე.

საკრებულო უახლოეს პერიოდში მიმართვას სამთავრობო კომისიას, სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით მიიღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.