"ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის"

ზუსტად ვიცი, რომ ერთ თვეში თანამდებობიდან გაპარვას აპირებთ, საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას, - ამ სიტყვებით მიმართავს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

„კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით, (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

სოციალისტი ვაა...? მართლა?! )))
6 წლის უკან
dima ეს ხაზინის ქურდი,მიშას ნიფხავი, რომ ხმას ამოიღებს ,მეტის ღირსები ვართ!
6 წლის უკან