"თიბისი ბანკის" საკითხი, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს იმიჯზე" - აცხადებენ შეერთებული შტატების საელჩოში, - ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. იმას, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებით“.
ამასთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით “მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს-დავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება“.
„საქართველომ ბიზნეს–გარემოს გაუმჯომებესების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“ რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-9 პოზიციიდან მე-6-მდე დაწინაურდა. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის უზრუნველყოს შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის სრულფასოვნად აღსრულება. ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლო რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს-დავების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმოება“, – განაცხადეს საელჩოში.