უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა

უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გან­თავ­სე­ბულ კარ­ვებ­ში ზაზა სა­რა­ლი­ძის მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი აღარ იმ­ყო­ფე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის მომ­ხდა­რი გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბაა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge აქ­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს, გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე­მაც, თუმ­ცა მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კარ­ვე­ბი­დან წა­მოს­ვლის ფაქ­ტი არ უარ­ყო.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აღარ ჩანს პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ა­ზე თა­ვად ზაზა სა­რა­ლი­ძე, აღ­ნიშ­ნულს მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­ში­რებს.

"პარ­ლა­მენ­ტთან ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, უბ­რა­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი, ვმკურ­ნა­ლობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ლის ხელს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემს გვერ­დით არი­ან, თუ რა­ტომ აღარ იმ­ყო­ფე­ბი­ან კარ­ვებ­ში, ამ კი­თხვის პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ერთი კა­რა­ვი შე­საძ­ლოა, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან დად­გან, სა­რა­ლი­ძის თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

თა­ვის მხრივ, ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან რა­ი­მე ტი­პის უთან­ხმო­ე­ბას უარ­ყოფს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი. რო­გორც გარ­დაც­ვლილ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მამ გა­ნაცხა­და, მას­სა და ზაზა სა­რა­ლი­ძეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა არ მომ­ხდა­რა და ორი­ვე ერ­თად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე, გი­ორ­გი ოლ­ქი­ე­ვი. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა და უთამნხმო­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია, თუმ­ცა არ უარ­ყოფს, რომ აქ­ცი­ას იმ ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი გა­მო­აკ­ლდა, რო­მე­ლე­ბიც ზაზა სა­რა­ლი­ძის გვერ­დით პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­დნენ და რო­მელ­თა ნაწ­ლიც, აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­სა და სა­რა­ლი­ძის უსაფრ­თხო­ე­ბას კუ­რი­რებ­და.