მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 29-ე სპორტული თამაშები

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 29-ე სპორტული თამაშები

2019 წლის 16 თებერვლიდან დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 29-ე სპორტული თამაშები სპორტის 8 სახეობაში. აღნიშნული თამაშის ფარგლებში 16-18 თებერვალს სტარტი აიღო ჭადრაკის სახეობამ. შეჯიბრი გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში და მასში სულ მონაწილეობდა 7 საჯარო სკოლა. I ადგილი დაიკავა მახინჯაურის საჯარო სკოლამ, II ადგილი ახალსოფლის საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლამ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.