სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ალსოფმა’’ წყლის აუზი და სატუმბო სადგური უნდა მოაწყოს.
პროექტის განხორციელებით, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრები ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს ხარისხიანი სასმელი წყლით.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 74 773 ლარს.
სამუშაოები მიმდინარე წლის 30 ივნისამდე დასრულდება.