მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნიდან გაფრენის მცდელობის დროს, 56 წლის „კანონიერი ქურდი" ბადრი ადანაია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
ის კრიმინალურ სამყაროში "თამაზ ნოვორასისკის" სახელით არის ცნობილი. "კანონიერი ქურდი" სპეციზოლატორში განათავსეს, მისი შემდგომი დეპორტაციის მიზნით.
ჯერ უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში დაადეპორტებენ „კანონიერ ქურდს". დოკუმენტების თანახმად და ფაქტობრივად, ბადრი ადანაია რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა, 2017 წლის დეკემბრიდან, იგი საფრანგეთის მიერ იძებნება და დიდი ალბათობით, „კანონიერ ქურდს" სწორედ აღნიშნულ ქვეყანას გადასცემენ.,
ბადრი ადანაია, იგივე თამაზი, კრიმინალთა ფართო წრეშია ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის" სახელით სარგებლობს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა სამხრეთ რუსეთის კრიმინალიტეტში.