ჩუღურეთის რაიონში, ხუთ მისამართზე, თბილისური ტიპის ეზოებში ასფალტის საფარი იგება. ინფრასტრუქტურული პროექტები ხუდადოვის N173, ნ.ჩხეიძის N21-სა და N44-ში, ტოვსტონოგოვის N9 და ტურგენევის N4-ში მიმდინარეობს. ასფალტის საფარის დაგებამდე, აღნიშნულ მისამართებზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში ასფალტის საფარი თბილისური ტიპის 15 ეზოში მოწესრიგდა.


