“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის კენჭისყრას გამოეხმაურა. გვარამიამ სოციალურ ქსელის გვერდზე ყველა იმ დეპუტატს მიაყენა შეურაცხყოფა, ვინც აღნიშნულ რეზოლუციას ხმა მისცა.
“45 ადამიანი, ვინც ხმა მისცა “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, ჩემ თვალში ყველა გონებაჩლუნგი და ყ*ეა ერთდროულად.
45ივეს გილოცავთ ამ ორი ტიტულის მოპოვებას. ვიცი, გაგეხარდებათ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოგვიანებით თემაზე მორიგი უცენზურო და შეურაცხმყოფელი “ფეისბუქ” – პოსტი გამოაქვეყნა:
“45 გონებაჩლუნგი ყ*ე აბობოქრებულა, ეს სტატუსი რომ მივანიჭე და ჩემს ჟურნალისტებს ურჩევდნენ თურმე საქმეს. გონებაჩლუნგზე დიდად არა, ყ*ე ემცხეთათ თურმე განსაკუთრებით.
ჯერ ერთი, “რ2” – ის ჟურნალისტები და საერთოდ ვინმე რა კავშირშია ჩემს პირად სამოქალაქო და ადამიანურ პოზიციასთან, რომელსაც საკუთარი თავის სისტემურ დამნაშავედ გამოცხადების საპასუხოდ გამოვთქვამ.
და მეორე და მთავარი – კოლექტიურად რომ გაგვსამართლეთ წინა საღამოს ვისაც რამე გვიკეთებია ამ ქვეყანაში და ექვს თვეში ყველას დაჭერა დაავალეთ პროკურატურას, ბოდიში და, ყ*ც აღარ დაგიძახოთ ამხელა სისტემურმა დამნაშავე კაცმა?!
ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, მართლა. გულისამრევი საცოდაობა და არარაობები“, – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
ნიკა გვარამიას მხრიდან გამოთქმულ შეფასებებს, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:
“არ ვიცი რა მოვუხერხო გვარამიას, კაცი რომ ვიყო საერთოდ არ ვიფიქრებდი ამდენს”, – დაწერა მარშანიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
როგორც ჩანს, დეპუტატის პოზიცია არ გაიზიარა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს პოსტის კომენტარების მეშვეობით მიმართა:
“კაცობა თუ მარტო თავპირის გაერთიანებაში გგონიათ კარგად ყოფილა თქვენი საქმე”, – მიმართა ინგა თავხელიძემ ადა მარშანიას, რაზეც ადრესატმა მიუგო: – “სპეციალურად თქვენთვის ქალბატონო განმარტება – თავპირის გაერთიანება გარკვეულ შემთხვევებში დიახ, კაცობის განუყოფელი ელემენტი და გამოვლინებაა, სხვა შემთხვევებში სხვანაირად ვლინდება, ასე რომ კარგად არის ჩვენი საქმე ქალბატონო გვესმის კაცობის ცნება კაცურად. თქვენ ნუ ღელავთ ამაზე და ჯობია მოხედოთ თქვენს ძვირფას საქმეებს”
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე ჩავარდა.
რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 16 წავიდა.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია.
ტექსტში აღნიშნულია, რომ რეჟიმმა უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.