“აქ ერთი “გენიოსი” წერს,- პარტიის დამნაშავედ გამოცხადება სიგიჟის მწვერვალიაო, ვპასუხობ ამ “დიდ ანალიტიკოსს

“აქ ერთი “გენიოსი” წერს,- პარტიის დამნაშავედ გამოცხადება სიგიჟის მწვერვალიაო, ვპასუხობ ამ “დიდ ანალიტიკოსს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“აქ ერთი “გენიოსი” წერს,- პარტიის დამნაშავედ გამოცხადება სიგიჟის მწვერვალიაო. ვპასუხობ ამ “დიდ ანალიტიკოსს”: პარტიის დამნაშავედ გამოცხადებას და ნაცმოძრაობის ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესას აქტივისტის დასჯას არ ითვალისწინებდა ჩვენი რეზოლუცია. ის ითვალისწინებდა 2004- 2012 წლების მმართველობის სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას და იმის დადასტურებას, რომ ეს იყო დამნაშავე რეჟიმი. ცხადია, რეჟიმს ქმნიან კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები. სწორედ მათი სახელები იყო წამოწეული წინა პლანზე. წაკითხული ტექსტიდან შინაარსი ვისაც ვერ გამოაქვს ან არ გამოაქვს, მგონი, ის თავადაა გონებაჩლუნგი.”– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში.