ელისო კილაძე ამჯერად ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს დაუპირისპირდა. ყველაფერი "ფეისბუქ" პოსტით დაიწყო, როდესაც კილაძემ პოსტი დაწერა, სადაც მეტრეველს უსაყვედურა, რომ მისი გადაცემის სტუმარ ირაკლი ლატარიას ის გაალანძღინა, რაზეც მერაბ მეტრეველმა კომენტარით უპასუხა.
"ელისო მაპატიე, მაგრამ ამ უსინდისო პოსტის მერე, სადაც უსამართლოდ ბრალს მდებ და ვიღაც ნაძირლებს ჩემს თავს ტყუილად ალანძღინებ და ეთანხმები, რომ თურმე ქოცი ვყოფილვარ, ჩემს ეთერში არასოდეს მიგიწვევ.
ასეთი უსამართლო ადამიანი თუ იყავი, ნამდვილად არ მეგონა. ვინ გითხრა, რომ ლატარია შენზე სალაპარაკიდ მივიწვიე? ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე საიდან გაქვს? მე "ოცნების" ორი მხარდამჭერი და ნაციონალების ორი მხარდამჭერი მივიწვიე ქვეყანაში შერჩევით სამართალზე სასაუბროდ. წინასწარ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ლატარია შენ გახსენებდა? როცა მიულოდნელად გახსენა, მივუთითე, რომ არასწორს ამბობდა, იგივე გააკეთა გიორგი კაპანაძემ. მაინც რომ ვერ გავაგებინეთ, მერე გავაწყვეტინე და ვუთხარი, რომ ელისო აქ არაა და შეეწყვიტა შენზე საუბარი და შეწყვიტა. მე მეგონა, ამ გადაცემის შემდეგ დამირეკავდი და მადლობას მეტყოდი, რომ დაგიცავი. ახლა კი არც ვიცი რა ვთქვა. შენ ან გადაცემა არ გინახავს, ან ძალიან უსინდისო ყოფილხარ", – წერს მეტრეველი, რასაც კილაძე გამოეხმაურა.