ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს

ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევების ჩატარება შექმნილი ვითარებას ვერ გამოასაწორებს. ამიტომ ამ ეტაპზე ვადაზე ადრე არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტში შექმნილ სიტუაციას.

„ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ატეხილი ეს ალიაქოთი მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ყველა რაღაც გამოსავალს ეძებს. მათ შორის თავად ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც მეტნაკლებად გაერკვა „მეოცნებებში“ ვინ ვინ არის და უკვე წინმსწრებად ასუფთავებს სავარძლებს მომავალი არჩევნებისთვის.

„თარიღის შერჩევაც არ გაუჭირდება, მაგრამ ნაჩქარევად ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები იმისთვის, რომ კრიზისი მეტნაკლებად დაძლეული იყოს, ვფიქრობ, რომ გამოსავალი ვერ იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად საარჩევნო სისტემა არ არის ამისთვის მზად და მივიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს, საარჩევნო სისტემას კი დახვეწა სჭირდება. ასევე ამისთვის მზად არ არის პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ეს ორი აქოჩრილი, ერთმანეთზე მტრად წაკიდებული პარტია, რომელებიც საკუთარ შეცდომებს ვერ აცნობიერებს. რომელს აქვს გარანტია, რომ გაბრაზებული ამომრჩევლის წკიპურტები არ მისწვდებათ, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა?!

„მესამე ძალის შექმნის პერსპექტივასაც, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი საზოგადოება, ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან ამასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ ყველა დაწყნარდეს, საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადოს, ერთიანეთის ლანძღვა გინებას და შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალებას თავი დაანებონ. ყველამ ერთად, საზოგადოების ჩართულობით მივიდნენ იმ გადაწვეტილებამდე, რა უკეთესი იქნება ქვეყნის მომავლისთვის, თორემ პოლიტიკური კრიზისის საფრხის წინაშე კი არა, ქვეყნის მომავალის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ სოსო ცისკარიშვილმა.