კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს 6 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა

კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს 6 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა

დეპუტატ გედი ფოფხაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მისი და კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა. კერძოდ ვისი, ფოფხაძემ არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ სიაში ეკა ბესელიას გვარი მაშინ არ ყოფილა.

,,მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პრინციპულად ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სივრცეში, ჩავთვალე, რომ მე შეიძლება მათთვის სასარგებლოდ ვყოფილიყავი. საერთოდ შიდაპარტიულ ბრძოლას არ უნდა გაექცე. თუ არის რამე რესურსი, რომ შეცვალო ვითარება უკეთესობისკენ, სჯობს ეს რესურსი გამოიყენო. მედროვეებს, კარიერისტებს, ანგარებიან ადამიანებს, რომლებიც ეტმასნებიან პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნული სივრცე უბრძოლველად არ უნდა დაუთმო“, - განაცხადა "360 გრადუსში" ფოფხაძემ.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ნინია კაკაბაძის საკითხთან დაკავშირებით მისი გამოსვლები ,,ვიღაცებს ყელზე დაადგათ“. თუმცა, დირექტივა, რომ საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრი არ გამოეთქვათ, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა.