საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები არ არის კატასტროფული, როგორც ბევრი ფიქრობს. მისი თქმით, ის პირიქით ხედავს და ფიქრობს, რომ ეს არის გადარჩენა. ამ საკითხზე ყოფილმა დეპუტატმა “ტვ პირველი”-ს გადაცემა ხალხის პოლიტიკა”-ში სტუმრობისას ისაუბრა.
“სასამართლოს თემა უფრო საბაბი იყო, გარკვეულწილად ეს ბზარი მოდიოდა თავიდანვე და საბოლოოდ დასრულდა ლოგიკურად, ეს არ დასრულდება, ცოტა უფრო გაიზრდება და ის, რაც ხდება, ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით გადარჩენას ვხედავ და ეს უფრო აძლიერებს ქართულ ოცნებას, ვიდრე ასუსტებს”– განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.