“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოდით ერთ რამესაც გეტყვით და გავჩუმდები:
სადაც ბაჩო ახალაია, რომა შამათავა, კობა თოდუა ციხეში გვყვავს , სადაც პარტიის გენერალური და რეგიონალური მდივანი პატიმრობაშია, სადაც პარტიის თავმჯდომარე დევნილობაშია და ვერცერთი ვერ დავიცავით, სადაც სრულიად უდანაშაულო , მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილი ციხეში 20 წლით გავუშვით, საოცრებაა პირდაპირ, რომ გურამ დონაძე და ზურა მიქაძე ავაყვანინეთ , შალვა მოვაკვლევინეთ თათუხაშვილი, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიტაცეს პროკურატურიდან, სადაც ამდენი ტალახი ვაზელინეთ ჩვენი სახელებისგან და უფლება მივეცით ჩვენთვისვე ესროლათ, კუპრავა რანაირად უნდა დაგვეცვა, ჩვენ ვერავის დავიცავთ, რადგან რომა შამათავას დასაცავად მხოლოდ ანი ნადარეიშვილი იდგა სამ ადამიანთან ერთად , კონკრეტულად არავის ბრალი არ არის ივანიშვილის გარდა ის, რაც გვჭირს და მხოლოდ ჩვენი ბრალია , რომ ვერ ვერთიანდებით ივანიშვილის წინააღმდეგ , საკუთარ თავში ვერ ვპოულობთ ძალას გასაერთიანებლად, ჩასაფრებულები ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ და არა ივანიშვილის ჯიბესთან, არა მის კორუფციაში ჩანთხეულ სამინისტროებთან თუ მუნიციპალიტეტებთან და დისკომფორტსაც ვერ ვუქმნით ჩვენი აქტივობებით !
კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი მაშინ, როცა ყველა ერთნაირად ემორჩილება კანონს და არ არის შერჩევითი სამართალი ! რატომ ვერ მოვახერხეთ საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა გაერთიანება? ნაციონალური მოძრაობა რომ არ არსებოდეს უნდა შეგვეწყვიტა არსებობა? სამოქალაქო სექტორის არ არსებობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ აქეთ-იქეთ ვეხეთქებით ვის დავაბრალოთ ჩვენი უმოქმედობა, თან მაშინ, როცა მიშა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობითა და მათი აქტიურობის შედეგად მოვიდა თავის დროზე ხელისუფლებაში და პარტია კი არა, მოძრაობა დაარქვა (და ასეც იყო) იმ აქტივობას, რასაც ვეწეოდით წერტილოვანი დარტყმებითა და სამოქალაქო თავგანწირვით …..” – წერს გოცირიძე