„ეს არ არის რაღაც ოფიციალური შეხვედრა,“ - კაკულია ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე

„ეს არ არის რაღაც ოფიციალური შეხვედრა,“ - კაკულია ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე

„დიდი ბოდიში, მაგრამ არ არის რაღაც ოფიციალური შეხვედრა. ამიტომაც, როდესაც სადმე შევხვდებით ოფიციალურად, იქ, სადაც ჟურნალისტები იქნებით, გამოვალთ და ვიტყვით. კითხვა - რაზე ვისაუბრეთ - არ მომწონს" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას, რომელიც დღეს „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დახურულ შეხვედრას ესწრებოდა.

ივანიშვილთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე. ასევე ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც მმართველ პარტიას პიარკონსულტაციას უწევს, და რეჟისორი გოგა ხაინდრავაც. არც ერთ მათგანს შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ განსახილველი საკითხი „ქართულ ოცნებაში" არსებული ვითარება და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იყო.