ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ "ევროპულ სქართველოსა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები გაიმართოს.
როგორც გოცირიძემ "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს, უმცირესობა დაიშლება, რაც ოპოზიციის როლს პარლამენტში დაასუსტებს.
"თუ უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს, მაშინ საპარლამენტო უმცირესობა დაიშლება. საპარლამენტო უმრავლესობა არის სერიოზული ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ამიტომ ოპოზიციის როლს პარლამენტში დაასუსტებს უმცირესობის ინსტიტუტის არქონა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის სერიოზული პოლიტიკური საკითხი და ამის შესახებ საუბარი ჯერჯერობით, არც ფრაქციაში და არც პარტიაში არ გვქონია. თუკი დავდგებით ამ ფაქტის წინაშე ბუნებრივია, ამას განიხილავს პარტია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. შესაძლოა მათ რიცხვს გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაურიც დაემატოს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა დაიშლება.