„ოსკარის“ დაჯილდოების 91-ე ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი მომენტი ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის წარმოდგენილი პერფორმანსი გახდა.
ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ და სექსუალურ მამაკაცად აღიარებულმა ბრედლი კუპერმა კომპოზიცია „შალოუ“ (Shallow) შეასრულეს. კომპოზიცია ფილმ „ვარსკვლავის დაბადების“ საუნდტრეკია.
„ვარსკვლავის დაბადება“ ბრედლი კუპერის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია. სურათის სიუჟეტი პოპულარული როკმუსიკოსისა და უცნობი, თუმცა ძალიან ნიჭიერი მომღერლის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ურთიერთობის პარალელურად, კარიერული გზაც გრძელდება, გოგონა წარმატებისკენ მიიწევს, ხოლო ერთ დროს ყველასათვის საყვარელი მუსიკოსის ვარსკვლავი ნელ-ნელა ქრება.