გავრცელებელი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა დეპუტატებმა მირიან წიკლაურმა, ზაზა პაპუაშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და რუსლან პოღოსიანმაც დატოვოს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „რეზონანსი“ უმრავლესობის დეპუტატთან ზაზა პაპუაშვილთან შეეცადა, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნების“ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.
„ჯერ არსად წასვლა გადაწვეტილი არ მაქვს. მე ვარ „ოცნების“ წევრი და ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო აქ; ვიდრე გზა ჩანს, უნდა ვიაროთ ამ გზით. ჩემი სურვილია, რომ სასამართლოს თემა დასრულდეს ისე, რომ მისაღები იყოს საზოგადოებისთვის და არც ოპოზიციას დარჩეს კითხვები.
„რაც შეეხება წასვლა-წამოსვლის ტენდენციას, ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, როგორც ამის წარმოჩენა სურს ოპოზიციას. უმრავლესობაში მიდის დუღილის პროცესი, აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ თემაზე. თუ სხვა პარტიის წევრები აპირებენ დატოვონ უმრავლესობა, ეს მათი გადაწყვტილებაა, თუმცა მათი წასვლაც არ არის დაკავშირებული დაპირისპირებასთან, ეს არის გაჯანსაღება პოლიტიკური სივრცის.
„ისე, სეირის მაყურებლებს ვურჩევ, სწორად შეაფასონ მოვლენები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაზა პაპუაშვილმა.