ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლეში" დიდი თავყრილობა იმართება. სოლოლაკში უკვე მივიდნენ რეჟისორი გოგა ხაინდრავა, „ოცნების" პიარ-სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში- ზურაბ აბაშიძე და სხვები.
რას უკავშირდება „შუშის სასახლეში" შეკრება და რა თემაზე აპირებს კონსულტაციის გავლას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე აღნიშნულ პირებთან უცნობია.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და მმართველი გუნდი დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა."ოცნებიდან" წასვლას აპირებს კიდევ რამდენიმე დეპუტატი.