გიორგი კეკელიძე: ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით

გიორგი კეკელიძე: ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ლადო აფახაზავას მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს ეხმაურება:

არ მოიტყუოთ თავი - ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა - ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც - გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: „შენ ყველას უყვარხარ“ მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად: საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება; ბრძოლის ველის განვრცობა; შრომა, შრომა და შრომა.

ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას