ჩემი დარჩენა „ქართულ ოცნებაში“ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა

ჩემი დარჩენა „ქართულ ოცნებაში“ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა

მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მის მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი უმრავლესობაში დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა.

„მე პარასკევს გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართე, როგორც თვითონ პოლიტიკურ მოძრაობა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ ფრაქციას. შესაბამისად, ყველა ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია, ყველა ეს პოზიცია მე პარასკევსვე იმ გუნდს ოფიციალურად ვაცნობე, რომლის წევრიც ვიყავი.

ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ დამიფიქსირებია და მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უფრო უნდა დასმულიყო კითხვა - რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში“?, ვიდრე რატომ წამოხვედი „ქართული ოცნებიდან“? იმიტომ, რომ ორი საკითხის თანხვედრაა, რომლის პირობებშიც იყო იქ, სადაც ხარ, შეუძლებელია. ერთი, თუ შენ არსებითად, იდეოლოგიურ, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე, როდესაც შენ შეიძლება, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს. მე კიდევ შეიძლებოდა, პირველი დამეძლია იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მაინც მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი გულწრფელი და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც რეალურად მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას,რომ იყო იქ, სადაც უბრალოდ გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა იალაპარაკებ იმაზე, რასაც ფიქრობ, მაშინ უნდა წახვიდე. მე მგონია, რომ ეს თავისთავად არასწორი საკითხის დაყენებაა და როდესაც ძალიან დიდი უმრავლესობა ჰყავს პოლიტიკურ გუნდს, არ აქვს ასეთი ფუფუნება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაასაიდუმლოოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

tngh ხშირ შემთხვევაში, არც ბ-ნი გ. ფოფხაძის და არც ბ-ნი დ. ჭიჭინაძის "დილეტანტ-პოპულისტური" გამოსვლები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას...
6 წლის უკან