ლევან სურგულაძე: დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპული არჩევანია

ლევან სურგულაძე: დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპული არჩევანია

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მასშტაბური რეფორმა ამოქმედდა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ევროპული არჩევანია. სწორედ, მსგავსი ტიპის გარდამტეხი ცვლილებები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას და მთავრობის ასეთმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო საერთშორისო კვლევაში პოზიციონირება.   რეფორმა ვითარდება თანმიმდევრულად და დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი იგებს მისი საშუალო თუ გრძელვადიანი სარგებლის შესახებ ინფორმაციას.

დაგროვებით საპენსიო სქემაში უკვე ჩაერთო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი და მათ გაეხსნათ პერსონალური ანგარიშები. ამ მომენტში აკუმულირდა 60 მილიონზე მეტი თანხა და დარეგისტრირდა 41 ათასზე მეტი კერძო კომპანია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ  ისტორიული რეფორმის საშუალო და გრძელვადიანი სარგებელი: ჩვენი მოქალაქეების საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრება; მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნა; ამასთან, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა; რასაც, შედეგად  სიღარიბის დაძლევა და შრომის ღია ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა მოჰყვება.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე